უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაზე, გორის „დილამ“ სლოვაკური „დუნაისკა სტრედა“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მოპოვებული გამარჯვებით გუნდი შემდეგ ეტაპზე გადავიდა.
გორელთაგან მოწინააღმდეგის კარში გოლი ტიერი გეილმა და ალეფ სანტოსმა გაიტანა.
„პირველ მატჩში ფსიქოლოგიურად გაგვიჭირდა. ბიჭებმა საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე ვერ ირწმუნეს, მაგრამ დღეს ყველაფერი სხვანაირად იყო. ინიციატივას ვფლობდით და დარწმუნებულები ვიყავით, რომ თამაშს მოვიგებდით.
მეტოქე კარგად შევისწავლეთ. ვიცოდით, რომ უბურთოდ ძალიან გაუჭირდებოდათ. დავალება შესრულდა, მეტოქე უბურთოდ დავტოვეთ და პირველი ფსიქოლოგიური გამარჯვებაც ეს იყო“, - აღნიშნა მატჩის დასრულების შემდეგ გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ.
უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე გაიმართა.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს