

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები გორელ სუმოისტს ბადრი ხატისკაცს და მის მწვრთნელს მერაბ პაიჭაძეს შეხვდნენ. საკრებულოს წევრებმა სპორტსმენებს 2023 წლის ევროპულ თამაშებზე მიღწეული წარმატება მიულოცეს და ასპარეზობის დეტალებზე ისაუბრეს. საუბრის დასასრულს საკრებულოს თავმდჯომარემ დავით რაზმაძემ მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
შეგახსენებთ, 2023 წლის ევროპული თამაშებზე ხატისკაცმა ჩემპიონის ტიტული აბსოლუტურ წონით კატეგორიაში მოიპოვა, +115 კილოგრამში კი ბრინჯაოს დაეუფლა. გარდა ამისა, გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი