

ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს გორელმა ძიუდოისტებმა ავსტრიის ქალაქ გრაცში გამართული ევროპის თასი ძიუდოში ახალგაზრდებს შორის.
ტურნირის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი ლუკა ბაბუციძე (81 კგ.) გახდა. რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, მას ალეკო კასრაძე (66 კგ.) დაესაკუთრა.
ორივე სპორტსმენი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 4 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით, საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი