საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 15 და 22 ივლისს, ექვს ლოკაციაზე „მთის დღეები 2023“ გაიმართება.
საფესტივალო ტერიტორიაზე მისული სტუმრები სხვადასხვა აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალის ვიზიტორები გაეცნობიან მთის ხინკლის ისტორიას, გამოფენილი იქნება ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული შემეცნებითი კუთხეები, ქსოვის მასტერკლასები, საფესტივალო დღის ბოლოს კი დაგეგმილია კონცერტები.
რაც შეეხება საფესტივალო პროგრამას:
15 ივლისი
თუშეთი, ომალო (14 საათიდან)
რაჭა, შოვი (9 საათიდან)
იმერეთი, გორდი (14 საათიდან)
22 ივლისი
ხევი, ყაზბეგი, ელიას ტყე (14 საათიდან)
გურია, ბახმაროს პარკი (14 საათიდან)
სვანეთი, მესტია, უღვირის ტბა (14 საათიდან)