

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ყაზახეთის დელეგაციას უმასპინძლა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ყაზახეთის დამსახურებულ მწვრთნელს ნურგაზ ჟარილგაპოვს, ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს ჩემპიონ სერიკ საპიევს და უცხოური დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძამის დაცული ლანდშაპტის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან თამაზ მაყაშვილთან ერთად, ორი ქვეყნის თანამშრომლობა განიხილა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრა ყაზახეთის ქალაქ ყარაღანდასთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.
ყაზახეთის წარმომადგენლები გორში გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირს დაესწრნენ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს