

გორელი მასწავლებელი გიორგი ცერაძე ინტერაქტიული ცოდნის გაცვლითი პროგრამის მეორე სეზონში მიიღებს მონაწილეობას.
პროექტი, რომელიც კულტურულ კვლევას, ცოდნის გაზიარებას და სოფლის ტურიზმს აერთიანებს, ინდოეთში განხორციელდება.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ღონისძიება 25 ივლისს დაიწყება და 31 ივლისამდე გაგრძელდება. მონაწილეები ერთმანეთს საკუთარ ცოდნას გაუზიარებენ. გარდა ამისა, გაეცნობიან ინდოეთის კულტურას.
„23 ივლისს მივემგზავრებით. გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მხოლოდ მე შემარჩიეს. არაერთ საერთაშორისო პროექტში ვარ ჩართული და ვფიქრობ, ჩემმა გამოცდილებამ განაპირობა ჩემი გამარჯვებაც. ძალიან მეხმარება გორის მუნიციპალიტეტის მერია, რისთვისაც მადლობა მათ“, - განაცხადა გიორგი ცერაძემ.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.