

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პოლონეთის ქალაქ ოჟიშის მუნიციპალიტეტის მერს ზბიგნევ ვლოდკოვსკის შეხვდა.
შეხვედრას საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური სამსახურების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე პროექტზე, რომელიც პოლონური მხარის მიერ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს თანამშრომლების გადამზადებას გულისხმობს. საუბარი შეეხო, ასევე, ამ მიმართულებით პოლონელი ექსპერტების გორში დაგეგმილ ვიზიტს.
გორისა და ოჟიშის მუნიციპალიტეტის მერებმა ურთიერთთნამშრომლობის ფარგლებში სამომავლო პროექტებზეც ისაუბრეს.
ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ ოჟიშთან 2015 წლიდან თანამშრომლობს და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში არაერთ პროექტს ახორციელებს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს