

ერთიანი ეროვნული გამოცდები უცხო ენის - ინგლისურის გამოცდით გრძელდება. ამ დროისთვის, გორის საგამოცდო ცენტრში 451 აპლიკანტი ცდილობს საკუთარი ცოდნის დადასტურებას. როგორც „გორის მაცნესთან“ საუბრისას გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა თინათინ გვერდწითელმა განაცხადა, პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
„საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. არ ყოფილა დაგვიანების შემთხვევები. დღევანდელ გამოცდაზე რეგისტრირებული აპლიკანტებიდან 15 არ გამოცხადდა. რაც შეეხება მეორე სესიას, რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება და 460 აბიტურიენტს ველოდებით. ინგლისური ენის ბოლო გამოცდა ხვალ 12 ივლისს, დილის სესიაზეა ჩანიშნული. მეორე სესია კი, რუსული და გერმანული ენების ტესტებზე მუშაობას დაეთმობა. გარდა ამისა, საგამოცდო პროცესში ჩაერთვებიან გრანტის გაუმჯობესების მსურველი სტუდენტებიც“, - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.