

ახალსოფელში მცხოვრებ 200-მდე ოჯახს წყლის პრობლემა მოუგვარდება. სასმელი წყლის ახალი სისტემების მონტაჟი სოფელში აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, საკრებულოს მაჟორიტარ წევრთან კობა ბერიანიძესთან და მერიის სხვა თანამშრომლებთან ერთად მოინახულა.
პროექტის მიხედვით, დაგეგმილია შიდა ქსელის, ჭაბურღილის, სადაწნეო კოშკის, რეზერვუარის, საქლორატოროს მოწყობა და ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟება.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, სოფელს სასმელი წყლის სისტემა აღნიშნულ სოფელს დღემდე არ ჰქონდა. ადგილობრივების ნაწილი ბუნებრივი წყაროებით, ნაწილი კი ინდივიდუალური ჭებით სარგებლობდა, რაც დასალევად არ იყო ვარგისი.
ახალსოფლის სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად 819 750 ლარი გაიხარჯებადიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.