გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი საგასტროლო ტურნეს ფარგლებში წარმოდგენას „ნოდარ დუმბაძის IV საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე“ გამართავს.
სპექტაკლის ჩვენება დღეს, 7️ივლისს, 20:00 საათზეა ჩანიშნული. მაყურებელი ნოდარ მაჭარაშვილის მოთხრობის - „ქეიფი სოლოლაკში“ მიხედვით დადგმულ პიესას იხილავს. სპექტაკლის რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძეა.
„ქეიფი სოლოლაკში“ მოგვითხრობს საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, 1921-1923 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრის და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელ კონსტანტინე (კოტე) აფხაზზე, მის თანამოაზრეებზე, თანამებრძოლებზე და მოვლენებზე, რომელიც იმ პერიოდის საქართველოში ვითარდებოდა.