

ხვალიდან, 24 ივნისიდან, სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე შესვლის წესი იცვლება. როგორც ქვეითების, ისე სატრანსპორტო საშუალებების ჰოსპიტლის ტერიტორიაზე შესვლა იწარმოებს სამხრეთით მდებარე სათადარიგო შესასვლელიდან (ანტონოვის ქუჩიდან), - აღნიშნულ ინფორმაციას სამხედრო ჰოსპიტლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
,,სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გამო, იცვლება ჰოსპიტლის ტერიტორიაზე შესვლის წესი. მიმდინარე წლის 24 ივნისიდან, როგორც ქვეითების, ისე სატრანსპორტო საშუალებების ჰოსპიტლის ტერიტორიაზე შესვლა იწარმოებს სამხრეთით მდებარე სათადარიგო შესასვლელიდან (ანტონოვის ქუჩიდან).
სარებილიტაციო სამუშოების დასრულების შემდეგ ჰოსპიტალში შესვლის წესი დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ჰოსპიტლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს