

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ნიქოზის მეკლდეურთა კლუბის წარმომადგენელმა ანიტა მეტრეველმა, ქუთაისში გამართულ საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბოლდერინგში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ცნობისთვის, ბოლდერინგი მეკლდეურობის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე, დაბალ სიმაღლეზე რთული ბარიერების დაძლევას გულისხმობს. სპორტის ამ სახეობას კოლორადოში ჩაეყარა საფუძველი.
ანანო ხარაიშვილმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 60-დან 60 ქულა აიღო