ბათუმში გამართულ ფარვიზ გაგუას სახელობის ღია პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში, კლუბ „ჩემპიონის“ სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და შეჯიბრება 1 პირველი და 2 მესამე ადგილით დაასრულეს.
გორელთაგან ტურნირის გამარჯვებული ტატო ცხაოშვილი გახდა. სპორტსმენი 35 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
რაც შეეხება მესამე ადგილსა და ბრინჯაოს მედალს, მისი მოპოვება გიგი მარანელმა და ზურაბ თინიკაშვილმა შეძლეს. ორივე სპორტსმენი 52 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
ცნობისთვის, ზემოაღნიშნული სპორტსმენების მწვრთნელი გიორგი გოგშელიძეა.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს