

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, გორში, კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ღონისძიება იმართება.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ამ დღის აღნიშვნის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და შშმ პირების რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.
ღონისძიებაში მონაწილეობენ კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის გორის, ქარელის, ხაშურის ფილიალების ბენეფიციარები, ასევე, USAID -ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში ჩართული გორის სამოქალაქო აქტვიზმის ცენტრის წარმომადგენლებიც.
14 ივნისი - საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ საქართველოს პარლამენტმა 2000 წელს გამოაცხადა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს