

გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრის მუზეუმს ახალი ექსპონატები შეემატა.
თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რესპუბლიკის დამსახურებულმა არტისტმა ფატი ფულარიანმა გორის თეატრის მუზეუმს მეუღლის - საქართველოს დამსახურებული მხატვრის, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის შოთა ხუციშვილის შესრულებული ესკიზები და პირადი არქივი გადასცა.
„შოთა ხუციშვილი გორის თეატრში 1958-1986 წლებში მოღვაწეობდა და მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების ისტორიაში. გორის თეატრი გაწეული სამსახურისთვის მადლიერებას გამოხატავს ფატი ფულარიანის მიმართ“, - ნათქვამია თეატრის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს