

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კარალეთის დევნილთა დასახლებაში სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი გორის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 114 000 ლარია.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უკვე დასრულდა სპორტული მოედნის მოწყობა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ არბოში. სპორტულ მოედანზე მოეწყო როგორც ფეხბურთის კარები, ასევე კალათბურთის ფარები. პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდა.
„ჯანსაღი ცხოვრების წესის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციის მიზნითა და მოსახლეობის მოთხოვნით, გორის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს