

გორი-ოთარშენის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 35 წლის მამაკაცი დაშავდა. ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ავარიის შედეგად ავტომანქანის მძღოლმა სხეულის დაზიანება მიიღო. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში“ გადაიყვანა. კლინიკის ექიმის, ლექსო ხეთაგურის განცხადებით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
,,პაციენტს აღენიშნება თავის ტრავმა, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ამ ეტაპზე, პარალელურად, უტარდება კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები, ყველა საჭირო კვლევის დასრულების შემდეგ, მდგომარებას ნეიროქირურგი შეაფასებს და დაიგეგმება ადეკვატური მკურნალობა. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მიმდინარეობს მონიტორინგი“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას ლექსო ხეთაგურმა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს