

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდების თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანება. უწყება აბიტურიენტებს მოუწოდებს არ დაეყრდნონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და მხოლოდ ცენტრის ოფიციალური ვებგვერდით იხელმძღვანელონ.
„სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია 2023 წლის გამოცდების დაწყების თარიღთან დაკავშირებით. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებსა და სხვა გამოსაცდელებს, არ დაეყრდნონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და იხელმძღვანელონ მხოლოდ ცენტრის ოფიციალური ვებგვერდით www.naec.ge.
ამ გვერდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება გამოცდების განრიგი, ინფორმაცია საგამოცდო ბარათების შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.
აქვე შეგახსენებთ, რომ ცენტრი პასუხისმგებელია მხოლოდ მის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს