

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით მე-7 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროექტი - „ვიმეგობროთ წიგნთან“ ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ზრდის ხელშეწყობაა, წიგნის კლუბი შეიქმნა და სხვადასხვა სახის სასწავლო-შემეცნებითი აქტივობა იმართება.
პროექტის ფარგლებში გამართულ მორიგ ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი დაეწრო. ნინო ბერიანიძემ ნახატების, ესსეების და პოსტერების კონკურსების გამარჯვებულების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა, გორის მერიის სახელით კლუბს წიგნები გადასცა და პროექტის ფარგლებში მოწყობილი სამკითხველო დაათვალიერა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტში მე-7 საჯარო სკოლის 50-მდე მოსწავლეა ჩართული.
ინიციატივა „გორის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობის და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში“ ხორციელდება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.