

გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსი დავით კუპრაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის ვარიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შეხვდა და ჯანსაღი კვების, ფიზიკური აქტივობის და ჰიგიენის ნორმების დაცვის აუცილებლობაზე ესაუბრა.
დავით კუპრაძე მოსწავლეებს მოზარდებში თამბაქოს მოხმარებით, ნარკოტიკებით გამოწვეულ რისკებზეც ესაუბრა და აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით ინტერაქციულად მიაწოდა ინფორმაცია.
ცნობისთვის, შეხვედრა USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სასკოლო პროექტის - „აირჩიე ცხოვრების ჯანსაღი წესი“ - ერთ-ერთი აქტივობის შესაბამისად გაიმართა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს