

31 მაისს საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება. პოლიციის დღესთან დაკავშირებით, თბილისში დაგეგმილია საზეიმო ღონისძიებები. პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლების დაჯილდოვება.
ცნობისთვის, ,,პოლიციელის დღის დაწესების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 29 აპრილის №263 ბრძანებულების თანახმად, პოლიციის დღე 6 მაისს აღინიშნებოდა, აღნიშნული ბრძანებულება 2014 წლის 17 აპრილს შეიცვალა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს