

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის გორში კალათბურთის სპეციალური სექციის გახსნა იგეგმება. ამასთან დაკავშირებით, კალათბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, NBA-ს ყოფილი მოთამაშე ნიკოლოზ ცქიტიშვილი და საპატრიარქოს ჩოხოსანთა შიდა ქართლის საზოგადოების წარმომადგენლები გორში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ვარჯიშები ბავშვებს კომუნიკაციის გაღრმავებასა და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება. სტუმრებმა ბავშვებს კალათბურთის ფორმა და სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს.
შეხვედრა ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიაში გაიმართა და მას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი დაესწრო.287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს