„დღეები“ და „მკვდრის რუტინა“ - ასე ეწოდება კომიქსებს, რომლის პრეზენტაციაც გორის ხელოვნების სახლში გაიმართება.
კომიქსების ავტორის, ლუკა ლაშხის თქმით, „დღეები“ ავტობიოგრაფიული, მოკლე ისტორიების კრებულია და ყოველდღიურ ცხოვრებასა და პრობლემებზე გვიამბობს.
პრეზენტაცია ხელოვნების სახლში დღეს, 18 მაისს, 19:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, კომიქსები ხელოვნების სახლის პროექტის „თავისუფალი სახელოვნებო ინიციატივების დაფინანსება“ ფარგლებში გამოიცა, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერია კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში აფინანსებს.
დასწრება თავისუფალია.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ