

გორიჯვრის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცის მოწყობა მალე დასრულდება.
ე. წ. „კაკლების“ ტერიტორიაზე მაგიდები, სკამები, ფანჩატური, საცეცხლური და ა. შ. განთავსდება, ასევე მოპირკეთდება წყარო.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიზნად ისახავს გორიჯვრის ეკლესიის მიმდებარე ტყეში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ტურიზმის განვითარებას.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს