

33 წლის ქალი, რომელმაც გორის ციხეზე ექსკურსიისას ქვედა კიდურის დაზიანება მიიღო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. ჰოსპიტლის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის იგორ გეორგიანის ინფორმაციით, პაციენტს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა და ამჟამად სტაციონარში რჩება.
,,პაციენტი შემოყვანილ იქნა წვივ-კოჭის დაზიანებით, ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, მისი მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი რჩება სტაციონარში“, - განაცხადა ჰოსპიტლის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა.
დაშავებული ტურისტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.