დღეს, 10 მაისს, გორის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით ბროშურის - „პროფესია გენდერის გარეშე“, პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიება კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში (გორი, მშვიდობის გამზ.N 12ა.) ჩატარდება და 17:00 საათზე დაიწყება.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, კრებულში დაბეჭდილია გორის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს მიერ ახალგაზრდებისთვის გამოცხადებული ესეების კონკურსში გამარჯვებული საუკეთესო ნაშრომები, თემატიკა კი პროფესიის არჩევას უკავშირდება.