

გორელი კიკბოქსიორი ლუკა თოფჩიშვილი სომხეთში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და ჩემპიონის ქამრის მფლობელი გახდა. სპორტსმენმა ფინალური ბრძოლა სომეხ სპორტსმენთან ჩაატარა და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.
უნდა აღინიშნოს, რომ თოფჩიშვილი არაერთი საერთაშორისო შეჯიბრების გამარჯვებულია.
სპორტსმენი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის კიკბოქსინგის სექციის წარმომადგენლია, მისი მწვრთნელი მსოფლიოს ჩემპიონი, ვლადიმერ ჯანეზაშვილია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.