

7-13 მაისს კატარის დედაქალაქ დოჰაში ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება. შეჯიბრებაში გორელი სპორტმენები - ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) და ეთერ ასკილაშვილი (63 კგ.) იასპარეზებენ.
ცნობისთვის, ლაშა შავდათუაშვილი 2021 წელს ბუდაპეშტში გამართული ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია.
რაც შეეხება ვაჟა მარგველაშვილს, სპორტსმენი 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორია. ეთერ ასკილაშვილს კი, მსოფლიოს ამ უმთავრეს შეჯიბრებაზე დებიუტი ექნება.
დოჰაში საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.