

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის გორის დანაყოფს საგანმანათლებლო დაწესებულების აღსაზრდელები ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სკოლის და საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს მეხანძრე-მაშველებმა საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების და მოქმედების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ბავშვებმა, ასევე, მეხანძრე-მაშველთა სპეციალური ტექნიკა, აღჭურვილობა დაათვალიერეს და მათ ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნენ.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის განყოფილებებში მოზარდების ვიზიტები სისტემატურად ხორციელდება და შეხვედრები საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს