02.05.2023 14:20
გორის „გორი“ დღეს ბორჯომის საფეხბურთო კლუბს დაუპირისპირდება
საფეხბურთო კლუბი „გორი“ ბორჯომის „ბორჯომს“ დაუპირისპირდება. საფეხბურთო მატჩი 2 მაისს, 16:00 საათზე, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე გაიმართება.
ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „გორი“, ძირითადად, ადგილობრივი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.
ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი შეკრება კლუბმა იანვრიდან დაიწყო და რამდენიმე ეტაპად ჩაატარა, გაიმართა ამხანაგური მატჩებიც.