ტურიზმი
02.05.2023 11:12
გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნება
ტურისტული სეზონი გორის მუნიციპალიტეტში ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნება.
კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით, საზეიმო ღონისძიება რუსთაველის ქუჩაზე, - „ერეკლეს აბანოს“ მიმდებარე მოედანზე გაიმართება.
როგორც „გორის მაცნესთან“ საუბარში განყოფილების ხელმძღვანელმა რობერტ მაღლაკელიძემ განაცხადა, ტურისტული სეზონის გახსნა საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება.
„ამ დღესთან დაკავშირებით, სპეციალურად, საქართველოს ეროვნული მუზეუმში დაცული მეფე ერეკლეს პირადი ნივთები გამოიფინება, ასევე, გაიმართება ბაზრობა კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების ჩართულობით. ღონისძიება დატვირთული იქნება მრავალფეროვანი პროგრამით: გაიმართება კონცერტი საესტრადო და ფოლკლორული ანსამბლების შესრულებით. კუთხეებს თემატიკით - „ერეკლე და ძველი გორი“ წარმოადგენენ სკოლებიც“, - აღნიშნა რობერტ მაღლაკელიძემ.
ღონისძიება 11 მაისს, 14:00 საათზე დაიწყება.
კვირის ამბები