

გორის მუნიციპლიტეტში ინტენსიური წვიმა და სეტყვა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. უამინდობამ ქალაქის ტერიტორიაზე ნიაღვრები წარმოქმნა, გარკვეულ მონაკვეთებზე მცირედ დაზიანდა ავტომობილები. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სოფლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ზიანის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ შესულა.
ინტენსიური წვიმა გორში ამ წუთებშიც გრძელდება.
შეგახსენებთ, შიდა ქართლის ტერიტორიაზე, გუშინ მოსულმა სეტყვამ დააზარალა კასპის მუნიციპალიტეტიც. სოფლებში - მეტეხსა და ზემო ხანდაკში სეტყვამ ხეხილის ბაღები და ვენახები დააზიანა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს