

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების ინიციატივით და ორგანიზებით გორში შეხვედრა გაიმართა.
პოზიტიური აღზრდის მეთოდების შესახებ საინფორმაციო შეხვედრას ფსიქოლოგი მაია ცირამუა უძღვებოდა და ფსიქოლოგები, მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე წიგნის - „მშობლების დედაენის“ პრეზენტაციაც გაიმართა. მაია ცირამუამ მშობლებს პოზიტიური აღზრდის მეთოდები გაუზიარა, ისაუბრა გზებზე, რომლებიც მშობელსა და შვილს შორის ჰარმონიულ და ურთიერთგაგებაზე დამყარებულ ურთიერთობას უზრუნველყოფს.
შეხვედრის ყველა მონაწილეს წიგნი „მშობლების დედაენა“ საჩუქრად გადაეცა.
აქტივობა ევროკავშირის სოციალური ცვლილების კამპანიის „იმშობლეს“ მხარდაჭერით გაიმართა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.