

გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში არსებულ მოსწავლეთა ტურისტული კლუბების წევრებს ეკოტურიზმისა და სოციალური მედიის თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ.
საკითხით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, მათთვის საინტერესო ინფორმაცია საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის პროექტების მენეჯერმა, კომპანია ,,თიგის სახლის“ დამფუძნებელმა ნინო თიგიშვილმა მიაწოდა.
შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.
შეგახსენებთ, სასკოლო ტურისტული კლუბების მიზანია, მოსწავლე-ახალგაზრდობა აქტიურად ჩაებას რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროცესებში.
მარლენ ნადირაძემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გასული ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი