

საქართველოში პირველად კადეტთა შორის ევროპის თასი გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ტურნირს გორი უმასპინძლებს. მონაწილეობას 16 ქვეყნის 324 წარმომადგენელი მიიღებს, მათ შორის არიან როგორც გოგონები, ისე ვაჟები. საქართველოდან შეჯიბრში 64 ვაჟი და 54 გოგონა იასპარეზებს.
ევროპის თასი ევროპის ძიუდოს კავშირის ეგიდით ტარდება და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში ჩასათვლელ ქულებს იძლევა.
ცნობისთვის, ტურნირი გორის სპორტის სასახლეში 29-30 აპრილს ჩატარდება.გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.