

სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებსაც ზრუნვა სჭირდებათ „საქართველოს კარიტასი“ შინმოვლის მომსახურებას სთავაზობს.
პროექტი საქართველოს 7 ქალაქში, მათ შორის, გორში ხორციელდება. მომსახურებას ყოველწლიურად 1000-მდე ადამიანი იღებს. ბენეფიციარის შერჩევა სოციალური სტატუსის და საჭიროების მიხედვით ხდება.
შინმოვლის პროგრამა გერმანულ გამოცდილებას ეფუძნება, რომელიც სამედიცინო, სარეაბილიტაციო და ფსიქოლოგიურ მომსახურებას აერთიანებს. ბენეფიციარების გარდა, პროექტი მათი ოჯახის წევრებსაც სხვადასხვა ტიპის დახმარებას უწევს და მათ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნავს.
„საქართველოს კარიტასი“ სოციალურად დაუცველი პირებისთვის მომსახურების ბინაზე მიწოდებას სახელმწიფო სუბსიდირებული პროგრამის, შემოწირულობების და დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.