

საქართველოს პროკურატურის პროექტის - „საზოგადოებრივი პროკურატურა“ ფარგლებში, გორელი სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა.
შეხვედრის თემა იყო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და „ქურდული სამყარო“.
საჯარო ლექციას გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ია მეფარიშვილი და რაიონული პროკურორის მოადგილე მორის ჩუბინიძე უძღვებოდნენ.
ღონისძიებას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
ორგანიზატორების თქმით, მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს