საინტერესო ამბები
20.04.2023 11:38
20 აპრილს, მზის იშვიათი, ჰიბრიდული ტიპის დაბნელებაა

დღეს, 20 აპრილს, მზის იშვიათი, ჰიბრიდული ტიპის დაბნელებაა, რომელიც ცეცხლოვანი რკალივით იწყება და სრულ დაბნელებაში გადადის.

მზის დაბნელება თბილისის დროით 05:34 სთ-ზე დაიწყება და 10:59 სთ-ზე დასრულდება.

მზის დაბნელება მაშინ ხდება, როდესაც მთვარე დედამიწას და მზეს შორის გაივლის. ამ დროს მთვარე მზის სინათლეს თანდათან ბლოკავს.

მზის დაბნელება 3 საათს, 19 წუთსა და 40 წამს გაგრძელდება. მისი ვიზუალური ეფექტი იმაზეა დამოკიდებული, თუ პლანეტის რომელ ნაწილში იმყოფებით. ადამიანების უმეტესობა წრიულ დაბნელებას დაინახავს.

მზის დაბნელების დროს, ფიქსირდება პულსის, არტერიული წნევის და ხასიათის ცვლილებები და ძილთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ მეტი ყურადღება მართებთ გულ-სისხლძარღვთა და ჰიპერტონიით დაავადებულ ადამიანებს.

ეცადეთ, თავი აარიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს.

კვირის ამბები