

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა დაწესებულება ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს.
უწყების ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 13 აპრილს დაიწყება და 15 აპრილის ჩათვლით 9:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება.
„პენიტენციური სამსახური გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და გაცნობებთ, რომ დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება. რაც შეეხება პროდუქტების ჩამონათვალს, დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ მოგვწეროთ უწყების ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე პირად შეტყობინებაში და მოგაწვდით ინფორმაციას სააღდგომო ამანათის დასაშვები შემადგენლობის შესახებ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს