

რომელიც კვირაში 40-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა“, „პედიატრია“ ან „ზოგადი პროფილის პედიატრი“.
სასურველია, ასევე, კანდიდატი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებსაც - ჰქონდეს სკოლის ექიმის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; ჰქონდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება; ცხოვრობდეს (ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლის) ადმინისტრაციულ საზღვრებში და მონაწილეობდეს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში (უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები, კონფერენციები).
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 600-660 ლარია. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი ელექტრონულად - www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე, 13 აპრილის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.