საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეორე ჯგუფის მორიგი ტურის მატჩში, გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ხელბურთელთა გუნდმა ახალგაზდრული ნაკრები ანგარიშით 38:33 დაამარცხა.მატჩის მიმდინარეობისას, მეტოქის კარში ყველაზე მეტი, 13 გოლი, თორნიკე გაგლოშვილმა გაიტანა, 8 გოლი გიორგი ახალბედაშვილის ანგარიშზეა, მოწინააღმდეგის კარში 6 გოლი გაიტანა ლაშა შემშენოვმაც, გუნდს 5 ქულა ნოდარ დალაქიშვილმა მოუტანა, ხოლო 3-3 გოლი ბექა გახოკიძემ და გიორგი თედიაშვილმა გაიტანეს.
„გორი“, რომელიც სრულად ადგილობრივი ხელბურთელებითაა დაკომპლექტებული, ამჟამად ჯგუფში პირველ პოზიციაზეა და უკვე გარანტირებული აქვს ფლეი-ოფში მოხვედრა. ფლეი-ოფი კი, გორელებს საშუალებას აძლევს უმაღლესი ლიგის პირველ ჯგუფში ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლონ.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს