

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ლიგის პირველ მატჩში, საფეხბურთო კლუბი ,,გორი“ ლანჩხუთის ,,გურიას" დაუპირისპირდა და ანგარიშით 2-1 დაამარცხა.
ჩემპიონატზე მოწინააღმდეგის კარში თითო გოლი არჩილ გიგაურმა და საბა გეგელაშვილმა გაიტანეს.
შეხვედრა გორში, ,,ქართლის” სტადიონზე გაიმართა. ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „გორი“, ძირითადად, ადგილობრივი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი შეკრება კლუბმა იანვრიდან დაიწყო და რამდენიმე ეტაპად ჩაატარა, გაიმართა ამხანაგური მატჩებიც
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ