

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი 3 დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მზიანი ამინდია მოსალოდნელი, მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც.
რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს, 3 აპრილს მოსალოდნელია ცვალებადი ამინდი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს, 18-დან 20 საათამდე, მუნიციპალიტეტის გარკვეულ მონაკვეთებზე ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა, 15 საათიდან კი მოსალოდნელია ქარის გაძლირება 13 მ/წ-მდე.
+20 გრადუსი, მზიანი ამინდი და ქარი 8 მ/წ-მდეა ნავარაუდევი გორში 4-5 აპრილს.
6-12 აპრილს კი, გორის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია ნახევრადღრუბლიანი ამინდი და პერიოდულად მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა +14-დან +19 გრადუსამდე დაფიქსირდება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.