

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საპროექტო გზის 654 მეტრიანი მონაკვეთი, სადაც ასფალტი საფარი არასდროს ყოფილა, მჭიდროდ დასახლებულ უბანში გადის.
პროექტი ითვალისწინებს ასფალტის საფარის, ეზოში შესასვლელების, მიერთებების, სანიაღვრე სისტემის, წყლის შემკრები ჭის მოწყობაა და გზაზე არსებული ხიდის მოაჯირებით უზრუნველყოფას.
„აღნიშნული გზის მონაკვეთი სოფლის ცენტრიდან აღმოსავლეთისკენ მიემართება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერებასთან სრულდება. უნდა აღინიშნოს, რომ შიდა საუბნო გზის გარდა, სვენეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. ბაღის შენობას, რომელიც დაახლოებით 5 ათეული წლის წინ შევიდა ექსპლუატაციაში, მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღემდე არ ჩასტარებია. ამ ეტაპზე, საბავშვო ბაღში სკოლამდელ განათლებას 37 აღსაზრდელი იღებს“,- აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.