

გორის თეატრის სკვერში საქართველო-ნორვეგიის საფეხბურთო მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება.
გორის მუნიციპალიტეტის მერია ფეხბურთის გულშემატკივარს საშუალებას აძლევს, საქართველოს ნაკრების თამაში დიდ ეკრანზე იხილოს.
მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპს ნორვეგიასთან მატჩით გახსნის, თამაში ბათუმის არენაზე გაიმართება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს