

გორის მუნიციპალიტეტის საბაზო საფეხურის 297 წარჩინებულ კურსდამთავრებულს კომპიუტერები გადაეცა.
დაჯილდოება კულტურის სახლში გაიმართა და მას ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები და მოსწავლეების ოჯახის წევრები დაესწრნენ. ღონისძიება პროექტის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოში 2009 წლიდან ხორციელდება.
პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ ის მოსწავლეები, რომლებმაც მე-7, მე-8 და მე-9 კლასები წარჩინებით დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა. პროგრამის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.