

ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე პირი კი დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბრეთის შესასვლელთან მოხდა, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, შემთხვევის ადგილზე დაიღუპა 40 წლამდე ასაკის მამაკაცი, დაშავებულები კი ქარელის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
როგორც ,,გორის მაცნეს" კლინიკებში განუცხადეს, დაშავებული პირების სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს