

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბნავისის საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 40-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა“, „პედიატრია“ ან „ზოგადი პროფილის პედიატრი“ და გააჩნდეს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟიც.
ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, კანდიდატმა დამსაქმებელთან უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი; უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასურებელი დოკუმენტი; სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტიდა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერტიფიკატები და სხვა).
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 550 ლარია. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი ელექტრონულად - www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე, 31 მარტის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.