

გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, გორის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას პროკურორი ოთარ დოხნაძე, რაიონული პროკურორის მოადგილე მორის ჩუბინიძე და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი ხატია ჩიხლაძე უძღვებოდნენ.
ლექციის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს და გენდერული სტერეოტიპების განხილვას.
შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს