

15 მარტი ქართული არტილერიის დღეა. ამ დღის დაარსების ისტორია 30 წლის წინ, ქართველი მებრძოლების შეუპოვარმა ძალისხმევამ განაპირობა.
ქართული არტილერიის ისტორია XVIII საუკუნიდან იწყება, საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში გრძელდება და დღემდე მოდის.
1993 წლის 15 მარტს რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილებმა და აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს.
14-დან 16 მარტის ჩათვლით სოხუმისკენ წამოსულ მტერს ქართულმა არტილერიამ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. სოხუმზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის მოგერიების დროს, აფხაზური მხრიდან 400 მებრძოლი დაიღუპა, 1000-მდე დაიჭრა. ქართული შენაერთების დანაკარგი კი - 190 მეომარი იყო.
დიდი მსხვერპლის გამო, მოწინააღმდეგე ძალები იძულებულნი გახდნენ, უარი ეთქვათ შეტევაზე და უკან დაეხიათ.
15 მარტი ქართული არტილერიის დღედ, სწორედ ამ დღეებში მოპოვებული გამარჯვების გამო გამოცხადდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.